მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HSBC-ის მოგება 115%-ით გაიზარდა

HSBC

ევროპის უმსხვილესი საბანკო-საფინანსო ორგანიზაციის, HSBC-ის მოგების მაჩვენებელი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 115%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, მოგება 4 მილიარდი დოლარიდან 8 მილიარდ 800 მილიონამდეა გაზრდილი, რაც მოგების გაორმაგებას გულისხმობს.

HSBC-ის კიდევ უფრო შთამბეჭდავი შედეგები აქვს შემოსავლების მიმართულებით. კომპანიამ მეორე კვარტალში 16 მილიარდ 700 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნაცვლად $4.5 მილიარდისა, ანუ საქმე გვაქვს 271%-იან ზრდასთან.

ეს კოლოსალური ფინანსური შედეგები რიგი მიზეზებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებია, რაც ბანკებს მეტი შემოსავლის მიღების საშუალებას აძლევს.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ HSBC-ის ხელმძღვანელობა ხარჯების შემცირების სტრატეგიასაც აქტიურად ახორციელებს, რაც ბანკის მოგების მარჟას ზრდის.

ცნობისთვის გეტყვით, რომ HSBC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 167 მილიარდ დოლარს შეადგენს და უმსხვილესი ბანკების საერთაშორისო რეიტინგში ის მეშვიდე ადგილს იკავებს. 

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები