მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

HSBC-მ $3 მილიარდის აქციების გამოსყიდვის შესახებ განაცხადა

HSBC

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში დაფიქსირებული არადამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა, ბრიტანულმა HSBC-მ $3 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ პერიოდში, ბანკმა $7.7 მილიარდის მოგება ნახა, როცა ანალიტიკოსები $400 მილიონით უფრო დიდ მოგებას პროგნოზირებდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, მკვეთრად იმატა კომპანიის შემოსავალმა, საუბარია 40%-იან ზრდაზე, რომლის დამსახურებით HSBC-მ $16.2 მილიარდის შემოსავალი მიიღო.

საინტერესოა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის მიმდინარე წელს, როცა ბრიტანულმა ბანკმა აქციების გამოსყიდვის შესახებ განაცხადა - საერთო ჯამში, 2023 წელს HSBC $7 მილიარდის ღირებულების აქციების ამოიღებს საჯარო ცირკულაციიდან. როგორც ფინანსური ინსტიტუტის გენერალურმა დირექტორმა, ნოელ ქუინმა კვარტალური შედეგების გამოცხადებისას განაცხადა, აღნიშნული ნაბიჯით ბანკი ცხადყოფს, რომ ზრდაში რეინვესტირების მიუხედავად, კომპანია კვლავაც ჯანსაღად ოპერირებს.

ბრიტანული ბანკის შემოსავლის უდიდესი ნაწილი აზიიდან მოდის, რაც გასაგებიცაა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში, HSBC-ის მიერ განხორციელებული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი სწორედ სწრაფად მზარდ განვითარებად ბაზრებზე მოდის, რომელთა მსუყე ნაწილი, სწორედ აზიაში მდებარეობს.

როგორც გითხარით, HSBC მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, რაც დასტურდება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციითაც, რომელიც $143 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, HSBC რიგით 73-ე უმსხვილესი კომპანიაა მსოფლიოში.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები