მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

""ჰუალინგ დაზღვევა" ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციის დაკავებას გეგმავს"

5ae1bdd7b1f6f
სალომე მეცხვარიშვილი
26.04.18 15:48
2074
"“ჰუალინგ დაზღვევა" ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციის დაკავებას გეგმავს“,-ამის შესახებ bm.ge-ს "ბაზისბანკის" გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ განუცხადა, რომელიც ახალ კომპანიასთან ერთად ჩინური "ჰუალინგ ჯგუფის" წევრია.

"საწყის ეტაპზე ძირითადად ორიენტირებული ვიქნებით ქონებისა და პასუხისმგებლობის დაზღვევაზე. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით შევთავაზოთ მომხმარებელს მრავალფეროვანი პროდუქტი. შემდეგ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის დაზღვევის და სხვა სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებითაც გავაქტიურდებით.

ვხედავთ იმის შესაძლებლობას, რომ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია დავიკავოთ. სხვა შემთხვევაში ამ ბაზარზე არ შემოვიდოდით",- აცხადებს დავით ცაავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები