Hualing Group-ის "ჰუალინგ დაზღვევა" ბაზარზე ივნისიდან გამოჩნდება. Hualing Group-მა სადაზღვევო კომპანია 2017 წლის ბოლოს დაარეგისტრირა და სადაზღვევო პროდუქტებს მომხმარებლებს უკვე მიმდინარე წლის ივნისიდან შესთავაზებს.
"ჰუალინგ დაზღვევა" როგორც სიცოცხლის ისე არასიცოცხლის დაზღვვის ლიცენზიას ფლობს,თუმცა პირველ ეტაპზე სადაზღვევო ბაზრის ახალი მოთამაშე მომხმარებლებს მხოლოდ ქონებისა და ავტომობილების დაზღვევის პროდუქტებს შესთავაზებს.
"ჩვენ ვხედავთ შესაძლებლობას სადაზღვევო ბაზარი კიდევ უფრო განვითარდეს და ვხედავთ ამ მიმართულებით ჩვენს როლს. კომპანია უკვე დარეგისტრირებულია და ფუნქციონირებას ის დაიწყებს ივნისიდან. ამ ეტაპზე ძირითადად აქცენტირებული ვიქნებით ქონებისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მიმართულებით. რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევას ეს სერვისი მოგვიანებით იქნება შეთავაზებული ბაზრისთვის", - განუცხადა BM.GE-ს ბაზის ბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

























