მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰუალინგ პლაზაში“ შოპინგი მოგებიანია

ჰუალინგი
27.12.23 15:15
755

თუკი გსურთ, რომ შოპინგი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოთ და სახლში საჩუქრებითაც დაბრუნდეთ, მაშინ 28, 29 და 30 დეკემბერს „ჰუალინგ პლაზას“ უნდა ეწვიოთ. წესები მარტივია: მომხმარებელი, რომელიც მინიმუმ 700 ლარის პროდუქციას შეიძენს დასაჩუქრდება.

გაითვალისწინეთ, არ აქვს მნიშვნელობა პლაზაში შემავალ რომელ მაღაზიას ან ობიექტს ესტუმრებით, არც იმას ერთჯერადად და ერთ ობიექტში დაგიგროვდებათ 700 ლარის ნავაჭრი თუ ჯამურად, სხვადასხვა ობიექტში. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, მოიგოთ წვრილი და მსხვილი ტექნიკა, ავეჯი, სიმბოლური საჩუქრები და, რაც მთავარია, iPhone 15.

„ჰუალინგ პლაზა“ ხშირად გამოირჩევა მსგავსი წამოწყებებით, რაც მისმა ერთგულმა მომხმარებლებმა უკვე კარგად იციან. ასე რომ, არ გაუშვათ მორიგი შანსი ხელიდან – მოიმარაგეთ სასურველი ნივთები და დასაჩუქრდით. ვინ იცის, იქნებ მთავარი გამარჯვებული და iPhone 15-ს მფლობელიც კი გახდეთ.

„ჰუალინგ პლაზაში“ წარმოდგენილია უამრავი მაღაზია ოჯახის ყველა წევრისთვის, მათ შორისაა, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო ჰიპერმარკეტი მიჰაუსი, კარფური, ბიბლუსისა და ალტას აუთლეტ ზონები, მაგნიტ მოლი, მინისო, გრანდ აუთლეტი, კონტეინერი, წითელქუდა, პეპელა, ჭიტა, იუსტიციის სახლი, ეშლი, ვიბრანტი და ავეჯის 100-მდე სხვა მაღაზია.

„ჰუალინგ პლაზას“ მისამართია ჯუმბერ ლეჟავას 22. შეგახსენებთ, რომ პლაზამდე მისასვლელად შეგიძლიათ ისარგებლოთ N350 (ბარათაშვილიდან) და N377 (ვარკეთილის მეტროდან) ავტობუსებით. ასევე, N493 სამარშრუტო ტაქსით (ვარკეთილის მეტროდან).

„ჰუალინგ პლაზა“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!