მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჰუალინგი" აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა

59316d90bc3fd
BM.GE
02.06.17 18:00
1524
ბათუმს მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები ეწვიენ. "ჰუალინგ ჯგუფის" პრეზიდენტ მი ენ ჰუასთან შეხვედრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ გამართა. შეხვედრას „ჰუალინგ ჯგუფის" გენერალური დირექტორი ვა შენგ ხინი და 30 საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. რამაზ ბოლქვაძემ ინვესტორებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე და საპრივატიზაციო ობიექტებზე ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი კურორტ „გოდერძიზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას შეეხო. აჭარის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია ინვესტორებს, სპეციალური პრეზენტაციით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მიაწოდა.

"ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც საქართველოში 8 პროექტი უკვე განხორციელებული აქვს, ამჯერად უკვე აჭარაში ინვესტირებით დაინტერესდა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკისადმი, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციებისადმი, ზოგადად ხელისუფლების ბიზნესისადმი დამოკიდებულებისადმი ნდობა ისეთი ავტორიტეტული კომპანიის როგორიც „ჰუალინგ ჯგუფია“ ძალიან მაღალია და დღეს მათ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი უკვე გამოთქვეს.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რაც გვაძლევს დიდ მოლოდინს, რომ რეგიონში დამატებით ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება დაიწყება“- განაცხადა რამაზ ბოლქვაძემ.

ჩინელი ინვესტორები დღესვე ბათუმში არსებულ საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთებს გაეცნენ. 

კერძო კორპორაცია „ჰუალინგ ჯგუფი“1988 წელს ჩინეთში დაარსდა. კორპორაციის ძირითადი საქმიანობა მოიცავს: სავაჭრო ცენტრებისა და საბითუმო მარკეტების მშენებლობას, გაქირავებას და მართვას; საგარეო ვაჭრობას; სასტუმროების ქსელის მშენებლობა-მართვას; დეველოპერული პროექტების განხორციელებას; ბუნებრივი რესურსების, ენერგეტიკული და მეცხოველეობის პროექტების განვითარებას და ქველმოქმედებას.

საქართველოში კომპანია უკვე 8 მსხვილ პროექტს ახორციელებს. საქართველოში კომპანიის საინვესტიციო კაპიტალი 500 მლნ აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა ჯამში 3,000-ს აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები