მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჰუალინგი": შრომის უსაფრთხოების ახალი ნორმები აუცილებლად გააძვირებს უძრავ ქონებას

5d027f7cbfe8f
სალომე მეცხვარიშვილი
13.06.19 21:10
2738
კომპანია “ჰუალინგის” ერთ-ერთი აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გელენიძე შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის სრულად ამოქმედებასთან ერთად უძრავი ქონების გაძვირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობასთან და სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც სწორედ შრომის უსაფრთხოების სტანადრტებზე და რეგულაციებზე მსჯელობდნენ.

მისი თქმით, შრომის უსაფრთხოების კუთხით სამშენებლო სექტორს ხარვეზები ყოველთვის ჰქონდა, თუმცა მთავრობის მცდელობითა და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მხარდაჭერით, ეს ტენდენცია კლებულობს.

“ჰუალინგის” მენეჯმენტის წევრი სვამს შეკითხვას, რამდენად არის ქართული ბაზარი მზადი, რომ ერთის მხრივ აიტანოს რეგულაციები და მეორე მხრივ, ფასების გაძვირება სამშენებლო სექტორში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია.

“არის ტექნიკური პრობლემები, რომლებიც შეიძლება დროთა განმავლობაში განხილვის საგანი გახდეს, ველოდებით კიდევ რამდენიმე შეხვედრას ოფიციოზთან, რომ ეს მტიკივნეული, ან დავარქვათ - გაურკვეველი, საკითხების განხილვა შედგება და იმედი მაქვს, საბოლოო საკანონმდებლო ღონისძიებები მიიღებს ისეთ სახეს, რომელიც არ იქნება დამსჯელობითი და იქნება პროგრესული.

ძირითადად ყველაფერი დეველოპერულ კომპანიებს მაინც თანხის თვალსაზრისით აწუხებთ. რატომ? ერთია ინვესტიცია და მეორეა, ინვესტიციის მოგებით ამოღება, თუნდაც მინიმალურით. რამდენად მზად არის ამისთვის ქართული ბაზარი? ეს აუცილებლად გამოიწვევს გაძვირებას უძრავ ქონებაზე, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყველა ქმედება იწვევს უკუქმედებას. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკითხები მაინც განხილვის საგანია”,- აცხადებს გელენიძე.

დღს ცნობილი გახდა, რომ ივლისიდან მშენებლობებზე შრომის უსაფრთხობას ინტეგირებული ჯგუფები შეამოწმებენ, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება 3 უწყების წარმომადგენლებისგან, ესენია: ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, შრომის ინსპექცია და ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო.

გასული წლის სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების წესები ამოქმედდა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, თუმცა, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამ მიმართულებით რეგულაციები საქართველოში მოქმედ ყველა ბიზნესს შეეხება. კერძო სექტორი ამბობს, რომ ეს მათთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა, აისახოს მათს მიერ წარმოებული პროდუქციის ფასზეც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები