მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუალინგის ინდუსტრიული ზონა მზადაა, შენობა-ნაგებობები მეწარმეებს შეღავათებით დაუთმოს

5f11d28db279b
თათია ჩაფიჩაძე
17.07.20 21:00
1741
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი მზად არის, თიზ-ში არსებული შენობა-ნაგებობები და არსებული ინფრასტრუქტურა დაინტერესებულ მეწარმე სუბიექტებს არაკომერციული პირობებით შესთავაზოს. შეთავაზებაზე ნიბლაძემ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

სოსო ნიბლაძე ფიქრობს, რომ მათი და პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მიერ ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებით ქვეყანაში სხვადასხვა საინტერესო პროდუქტების შექმნაა შესაძლებელი.

„ჩვენი ინიციატივა თანხვედრაშია სახელმწიფო პოლიტიკასთან აქტიურად უზრუნველყოს წარმოების სექტორის განვითარება, როგორც ადგილობრივი მომარაგების, ისე საექსპორტო მიზნით. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ჰუალინგის თიზ-ში არსებული შენობა-ნაგებობები, ინფრასტრუქტურა, კომუნალური უზრუნველყოფა, ეს ყველაფერი დაინტერესებულ მეწარმეებს მივაწოდოთ განსაკუთრებული შეღავათებით, ფაქტობრივად არაკომერციული შეთავაზებით. გვინდა მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვხატოთ ამ კომპანიების მიმართ, რათა მათ შეძლონ თავიანთი იდეების, საწარმოო პროექტების განხორციელება მცირე კაპიტალური დანახარჯების ფონზე.

ამ პროცესში ძალიან მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გაფართოვდა და გავრცელდა სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში, დაემატა 100-ზე მეტი ბიზნეს სექტორი, შესაბამისად ჩვენი პროგრამის და „აწარმოე საქართველოს“ მიერ ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებით შესაძლებელია შეიქმნას ის საინტერესო პროდუქტის პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება მეწარმისთვის.“- განაცხადა ნიბლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები