მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუალინგის ქუთაისის თიზ-ში კომპანიების 15% გაჩერებულია - სოსო ნიბლაძე

5e981da48d80d
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.20 13:00
1235
ჰუალინგის თიზ-ში ქუთაისში კომპანიების 15% გაჩერებულია, დანარჩენი კომპანიების აქტივობა კი შენელებულია - ამის შესახებ BM.GE-ის ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, მათთან მოქმედი კომპანიების 15% პროდუქციის მწარმოებელი ბიზნესებია, რომლებიც შეჩერების მიუხედავად დასაქმებულებს ინარჩუნებენ.

„ჰუალინგის თიზ-ში დაახლოებით 150-მდე კომპანია ფუქციონირებს, დაახლოებით 15% საწარმოო განხრით არის, დანარჩენი კი სავაჭრო. საწარმოები სამთავრობო შეზღუდვების ფარგლებში შეჩერებულები არიან, თუმცა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ინარჩუნებენ როგორც დასაქმებულებს, ასევე უნარჩუნებენ მათ თავის ხელფასებს, არ ვიცით ეს რამდენ ხანს გაგრძელდება და შეზღუდვები როდის მოიხსნება, შესაბამისად ვერც იმას ვამბობთ როგორ მოახერხებენ კომპანიები დასაქმებულების შენარჩუნებას მომავალში“, - ამბობს სოსო ნიბლაძე.

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ სავაჭრო მიმართულებით მოქმედი კომპანიები ინარჩუნებენ აქტივობას.

„ზუსტად ვერ გეტყვით რამდენით, მაგრამ ამ კომპანიების აქტივობა შენელებულია. კარგი ინფორმაცია არის ის, რომ ბევრი განაგრძობს ოპერირებას, რიცხვების თქმა გამიჭირდება.

გარკვეულწილად ლოჯისტიკის მიმართულებით ოპტიმიზაცია იქნება გასაკეთებელი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ თიზ-ში კომპანიებს ნედლეული უცხოური ქვეყნებიდან შემოაქვთ. ამ შემთხვევაში დიდწილად დამოკიდებული იქნება არამხოლოდ საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, არამედ იმაზეც საიმპორტო ქვეყნებში რა სიტუაცია იქნება, რამდენად გამართულად იმუშავებს ლოგისტიკა პოსტკრიზისულ პერიოდში.

უნდა აღვნიშნოთ, რომ სავაჭრო კომპანიები უფრო მოქნილი აღმოჩნდნენ, იქიდან გამომდინარე რომ გადაზიდვების მხრივ შეზღუდვები არც ქვეყნაში და არც მის საზღვრებს გარეთ არ არსებობს. იქ არის გარკვეულწილად შეზღუდვები სამედიცინო დანიშნულების პროდუქციასთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენც შეგვეხო, თუმცა საერთო ჯამში ასეთი ტიპის კომპანიები უფრო მოქნილები არიან და აგრძლელბენ მუშაობას“, - განმატა თიზ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები