მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრში ამცრელი სივრცე გაიხსნა - ამირან გამყრელიძე

60d4534e34d31
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.21 14:56
1684
„ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრში ამცრელი სივრცე გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

მისი თქმით, მომდევნო სამ თვეში ვაქცინაციის პროცესი უფრო უნდა გააქტიურდეს, რათა ქვეყანა ეპიდემიის მეოთხე ტალღას კარგი იმუნური სტატუსით შეხვდეს.

„ივლისში ყოველდღიური აცრების მაჩვენებელი სერიოზულად უნდა გავზარდოთ, რისთვისაც ქვეყანა ემზადება. დღეს თუ ამცრელი ბრიგადების რაოდენობა 280-ია, მათი რიცხვი ბოლო ორი კვირის განმავლობაში სერიოზულად გაიზრდება. პირველი დიდი ამცრელი სივრცე „ჰუალინგის“ სავაჭრო ცენტრში გაიხსნა. ის აცრების ინტენსივობას თანდათან მოუმატებს. დიდი სივრცეები მოეწყობა დიდ ქალაქებში. ჩვენ ყველამ ერთად,  ივლის-აგვისტო-სექტემბერში უნდა შევძლოთ რომ როგორმე მოსახლეობის დიდი რაოდენობა აიცრას, რისთვისაც ვადასტურებთ, რომ ვაქცინების რაოდენობა იქნება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკული წარმოების ვაქცინებს აშშ-დანაც მიიღებს.

„ამერიკის დონაცია მთელმა რიგმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ და მათ შორის იქნება საქართველო. ვაქცინების დეფიციტი და ის მწარე გამოცდილება, რაც ბოლო 4-5 დღის განმავლობაში შეიქმნა, აღარ უნდა განმეორდეს. ბევრი რამე ჩვენზეა დამოკიდებული როგორი იმუნური სტატუსით შევხვდებით შემოდგომას, რომ რაც შეიძლება გადავავადოთ, ან რაც შეიძლება მსუბუქი გავხადოთ მეოთხე ტალღა ქვეყანაში. მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ის გაცილებით მსუბუქი უნდა იყოს, ვიდრე - მეორე ან მესამე ტალღა“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები