მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფართოვდება და 22 ჰა-ს ამატებს

60f826df2959c
სალომე მეცხვარიშვილი
22.07.21 09:00
2433
ქუთაისში მდებარე ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფართოვდება და 22 ჰა-ს ამატებს. ამის შესახებ bm.ge-ს თიზ-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თათა ჭოლარიამ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰუალინგის თიზ-ი 36 ჰექტარზე განლაგებული და 250 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა სექტორში საქმიანობენ. მიუხედავად პანდემიისა, საქართველოში საკუთარი წარმოების გადმოტანის სურვილი ბევრ კომპანიას აქვს. რა თანხა დაიხარჯება თიზ-ის გაფართოებისთვის, თათა ჭოლარია ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ადგილზე განხორციელებული ინვესტიცია უკვე 70 მლნ დოლარამდეა.

“დღეს ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა წარმოდგენილია 36 ჰა-ზე, თუმცა, მაღალი დაინტერესების გამო მივიღეთ გაფართოების გადაწყვეტილება და წლის ბოლოსთვის თიზ-ს ექნება დამატებითი 22 ჰა ტერიტორია.

დღეს თიზ-ში წარმოდგენილნი არიან კომპანიები ტექსტილის მიმართულებით, ავეჯის ინდუსტრიები, ასევე მზის პანელების მწარმოებელი ევროპული კომპანია. დაინტერესება არის როგორც უკვე არსებული ინდუსტრიებიდან, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ახალი სექტორების მოსაზიდად”, - აცხადებს თიზ-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ ინდუსტრიულ ზონაში არსებული ინდუსტრიული შენობები სრულად ათვისებულია.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის თიზ-ი ჩინური ინვესტიციით "ჰუალინგ გრუპმა" ააშენა და მან ფუნქციონირება 2015 წელს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები