მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუალინგის თიზ-ი: 2021 წლიდან პოლონური ინვესტიციით სამკერვალო საწარმო ამოქმედდება

5fb3a259b3f3c
თელარა გელანტია
17.11.20 18:15
893
2021 წლიდან ჰუალინგის თიზ-ში პოლონური ინვესტიციით სამკერვალო საწარმო ამოქმედდება.

როგორც bm.ge-ის თიზ-ში განუცხადეს, პროექტის პირველის ფაზის ფარგლებში 50 ადგილობრივი მუშახელი დასაქმდება, ხოლო წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე პოლონეთში გავა.

ჰუალინგის თიზ-ში ამბობენ, რომ სამკერვალოში პოლონეთის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის სპეცტანსამცელს შეკერავენ.

„პოლიონური კომპანიისთვის, საწარმოს ლოკაციის შერჩევის პროცესში, განიხილებოდა რამოდენიმე ლოკაცია, თუმცა საბოლოოდ არჩევანი საქართველოზე და ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე გაკეთდა. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღებისას ის მზა ინფრასტრუქტურა, ჩვენი შენობების სახით, რომელსაც ინვესტორებს ვთავაზობთ. ამასთან ერთად, ჩვენი კომპანიის HRგუნდი უზრუნველყოფს მათი საწარმოსთვის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების პროცესების მართვას. ვფიქრობთ, უკვე თებერვლიდან საწარმო სრული დატვირთით ამოქმედდება”, - აცხადებს ჰუალინგის თიზის კომერციული მენეჯერი გიორგი როგავა.

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობას, თიზ-ში კონკრეტულ რიცხვებზე, ჯერჯერობით, არ საუბობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები