მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუალინგის თიზ-ი: მოლაპარაკებებს აზერბაიჯულ, უკრაინულ და არაბულ კომპანიებთან ვაწარმოებთ

5f8464e8149a7
ვიქტორია მღებრიშვილი
13.10.20 09:45
716
ჰუალინგის თიზ-ში საწარმოო და სავაჭრო პროექტების განხორციელებისთვის აზერბაიჯანულ, უკრაინულ და არაბთა გაერთიანებული საემიროების კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ BM.GE-ის ჰუალინგის თიზ-ის კომერციულმა მენეჯერმა გიორგი როგავამ განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად პანდემიისა და მისგან გამოწვეული ეკონომიკური რეცესიისა, სექტემბერში სხვადასხვა პროფილის კომპანიების მხრიდან ჰუალინგის თიზ-ის მიმართ ინტერესი მნიშვნელვნად გაიზარდა.

„სავაჭრო სფეროში მომუშავე კომპანიებთან ერთად, იკვეთება სხვადასხვა გადამამუშავებელი პროექტების განხორციელების პერსპექტივები ევროპის ქვეყნებიდან, მათ შორის ტექსტილის, კოსმეტიკის, ლუბრიკანტების, სამედიცინო დანადგარებისა და პროდუქციის გადამუშავება/წარმოებისა და მათი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის კუთხით.

სხვა მნიშვნელოვან შეღავათებთან ერთად ჰუალინგის თიზ-ი სთავაზობს კომპანიებს მზა შენობებს უპრეცედენტო შეღავათებით, რაც საწყის კაპიტალდაბანდებას საწარმოო პროექტებით დაინტერესებული კომპანიებისთვის, ასევე იმპორტ ექსპორტიორებისათვის, მნიშვნელოვნად ამცირებს. მათი მხრიდან გაზრდილი დაინტერესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტიც, ინვესტორების თქმით, ჰუალინგის თიზ-ში არსებული გამართული ინფრასტრუქტურა და ის უპრეცედენტო შეღავათებია, რაც კომპანიამ ჯერ კიდევ პოსტ-პანდემიურ პერიოდში დაანონსა”, - განაცხადა გიორგი როგავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები