Huawei -ს დირექტორი apple-ზე შურისძიებას კატეგორიულად გამორიცხავს. როგორც Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ჩინური ტექნო გიგანტის დირექტორი რენ ჟენგფეი განმარტავს, აშშ-ს შეზღუდვების საპასუხოდ, ჩინეთი მსგავს გადაწყვეტილებას apple-ზე არცერთ შემთხვევაში არ მიიღებს, ხოლო თუ მსგავსი რამ მოხდება ამ საკითხს ის კატეგორიულად დაგმობს.
"ასეთი რამ არცერთ ვარიანტში არ მოხდება, და თუ, მაინც მოხდება, იცოდეთ, რომ მე პირველი ვიქნები, ვინც ამ საკითხს გააპროტესტებს’’-დასძინა ჩინელმა ბიზნესმენმა.
მან ასევე შტატების პოლიტიკური გადაწყვეტილება გააპროტესტა და აღნიშა , რომ "აშშ მსოფლიო პოლიცია არ არის".
Huawei-ს 74 წლის დამფუძნებელი ამბობს, რომ კონცერნი ჩიპის მიმწოდებელ სხვა ალტერნატიულ კომპანიებს მოძებნის, იმისთვის რომ 5G უსწრაფესი ინტერნეტისთვის მოწინავე პოზიციებზე დარჩეს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სავაჭრო პალატამ Huawei და კიდევ 70 სხვა ჩინური კომპანია შავ სიაში შეიყვანა. შტატების სპეცსამსაუხრები ვარაუდობენ, რომ ტელესაკომუნიკაციო კონცერნი უკანონო შპიონაჟს ახორციელებს.
გასულ კვირას კი, დონალდ ტრამპი ერთგვარ კომპრომისზე წავიდა. თეთრი სახლის ლიდერმა შტატები - ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებების ფორმატში Huawei-ს ჩართულობა არ გამორიცხა.

























