ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Huawei ავტომობილების მწარმოებელ ახალ კომპანიას აფუძნებს, რისთვისაც ის პარტნიორობის ხელშეკრულებას Changan Auto-სთან აფორმებს.
ავტოინდუსტრიით Huawei-ს დაინტერესება მარტივი მიზეზითაა განპირობებული, ჩინური კომპანიის ხელმძღვანელები აცნობიერებენ, რომ მომავალში ავტომობილი ჭკვიანი მოწყობილობის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც მგზავრების მომსახურებას ავტოპილოტის დახმარებით შეძლებს. ცხადია, ეს ტენდენცია Huawei-სთვის ხელსაყრელია, რადგან კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც ხელოვნური ინტელექტის, ასევე ავტონომიური სისტემების განვითარებაზე.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, Huawei-ს მიზანი არ არის მორიგი ჩინური ელექტრომობილის გამოშვება, ტექნოლოგიური გიგანტს სურს, რომ ბაზარზე ერთ-ერთი პირველი ჭეშმარიტად ჭკვიანი და ავტონომიური ტრანსპორტი გამოუშვას, რომელიც კომპანიას ახალი ბაზრების ათვისების საშუალებას მისცემს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Huawei-ს პირდაპირმა კონკურენტმა, Xiaomi-მ ცოტა ხნის წინ თავისი პირველი ელექტრომობილი წარადგინა. მოსალოდნელია, რომ მომავალში უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია შეეცდება საკუთარი ავტომობილის შექმნას.