HUAWEI Mate20 - ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონის გაყიდვები საქართველოშიც დაიწყო.
რამდენიმე დღეა, რაც ქართულ ბაზარზე HUAWEI Mate20 გამოჩნდა და მისი შეძენა დღეიდან უკვე ნებისმიერ მსურველ შეუძლია. „ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონები, წარმოადგენს უმაღლეს მიღწევას ინოვაციურ ტექნოლოგიებში,“ - ასეთი შეფასება მოჰყვა მსოფლიო ბაზარზე HUAWEI Mate20 სერიის სმარტფონებს. HUAWEI -ს სმარტფონები საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად - ეს მსოფლიომაც აღიარა.
HUAWEI Mate20 - ინდუსტრიის ყველაზე მძლავრი, დახვეწილი და მოქნილი ტექნოლოგიებით შექმნილი სმარტფონის გაყიდვები დაიწყო. კომპანიის ბოლოდროინდელი წარმატებები გულგრილს ვერც ქართველ მომხმარებელს ტოვებს. სმარტფონები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო, თანამედროვე, ინოვაციური და მომხიბვლელია, ქართველ მომხმარებელს საბოლოო არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო გაუადვილებს.
„HUAWEI Mate20 შექმნილია იმისთვის, რომ იყოს მომხმარებლის საუკეთესო „მეგობარი“. ხელოვნური ინტელექტის მაღალი მახასიათებლები, მძლავრი ელემენტი და კამერის ფართო შესაძლებლობები მომხმარებლებს აძლევს საშუალებას ეზიარონ სრულყოფილ ცხოვრებას. - განმარტავს HUAWEI -ს სამომხმარებლო ბიზნეს ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ იუ და არცთუ უსაფუძვლოდ.
როგორც აღმოჩნდა, ქართველ მომხმარებელს, მოსწონს უნიკალური სმარტფონები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციურ თუ დიზაინურ მაჩვენებლებთან ერთად, კიდევ უფრო, თანამედროვე, ინოვაციური და მომხიბვლელია: მაქსიმალური ეკრანი, ორიგინალური დიზაინი, ეკრანის სიკაშკაშე, საუკეთესო გრაფიკული გამოსახულება და ძლიერი პროცესორი. როგორც ირკვევა, აღნიშნული მაჩვენებლები ქართველ მომხმარებელს საბოლოო არჩევანის გაკეთებას კიდევ უფრო გაუადვილებს. HUAWEI Mate20 - აღმოაჩინე უმაღლესი ხელოვნური ინტელექტი.
ეკრანშივე ჩაშენებული თითის ანაბეჭდით, 3X ოპტიკური ზუმით, 4K მხარდაჭერით, უახლესი პროცესორით, უნიკალური დიზაინით, კამერის ახალი ტექნოლოგიებითა და ხელოვნური ინტელექტის უსაზღვრო შესაძლებლობებით HUAWEI Mate20 სერია წარმოადგენს სრულყოფილებას ინოვაციური მოწყობილობების ინდუსტრიაში.
HUAWEI Mate20 - მაქსიმალური ეკრანი - მაქსიმალური სიამოვნება
საინტერესოა, რამდენ საათს მოიხმართ დღეში თქვენს ტელეფონსყურებით. 2, 3 თუ 6 საათი?
საკმაოდ, რთულია იმის გარკვევა თუ რა დროს ვატარებთ ეკრანებთან. და რა არის კავშირი ყველა ამ ურთიერთქმედებას შორის? აპლიკაციების გამოყენება, ინტერნეტით სარგებლობა, ფოტოების გადაღება, ვიდეოების ყურება – ყველა ეს ქმედება უმეტესწილად მოითხოვს ეკრანთან დამოკიდებულებას. გასაკვირი არ არის, რომ ტელეფონის მწარმოებლები ინვესტირებას ახდენენ ეკრანებზე - მინიმალური ჩარჩოებით, მაქსიმალური რეზოლუციითა და კონფიგურირების ფუნქციებით, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიგრძნონ საუკეთესო ეკრანის გამოცდილება.
HUAWEI Mate20 - ორიგინალური დიზაინი
HUAWEI ერთ-ერთი კომპანიაა, რომელმაც მომხმარებლის ინტერესები აშკარად გაითვალისწინა როდესაც ქმნიდა 6.53”-იან RGBW, HDR ეკრანს HUAWEI Mate20 სერიისთვის. შუშის ზედაპირი, მისი დაბოლოება. და მომრგვალებული კიდეები კიდევ უფრო ორიგინალურს ხდის სმარტფონის დიზაინს. - თამაშების მოყვარულებს, ფოტოგრაფებსა და უბრალოდ ინტერნეტით მოსარგებლე ადამიანებს შეუძლიათ დატკბნენ HUAWEI Mate20 სერიის განიერი ეკრანითა და დამატებითი ზედაპირით.
ყოველდღიური სმარტფონის გამოცდილება აყვანილია ახალ დონეზე HUAWEI-ს მრავალი მოსახერხებელი ფუნქციების წყალობით. მომხმარებლებს შეუძლიათ უამრავი კორექტირება შეიტანონ ეკრანის ფუნქციებში, გამოიყენონ თვალის კომფორტის რეჟიმი ლურჯი შუქის გასაფილტრად, ფერის ტემპერატურა აკონტროლონ და შესაძლებლობა აქვთ მოარგონ ეკრანის ტემპერატურა გარშემორტყმულ ღია ფერს. რაც დიდ გავლენას ახდენს მეილის წაკითხვიდან დაწყებული, ფოტოების დამუშავებით დამთავრებული.
HUAWEI Mate20 - სიკაშკაშე
როდესაც ააქტიურებთ ფუნქციას როგორიცაა კომფორტის რეჟიმი იგი ამცირებს დატვირთვას თქვენს თვალებზე და თქვენ უფრო უსაფრთხოდ შეძლებთ ტელეფონის გამოყენებას, კაშკაშა რეჟიმი უზრუნველყოფს იმას, რომ კაშკაშა მზის შუქშიც შეძლებთ სმარტფონის გამოყენებას და საუკეთესო დეტალებს გამოამჟღამებთ ფოტოს Instagram-ზე დადებისას. იმის გათვალისწინებით, რომ მოწყობილობას აქვს სრული HD+ 1080x2244-იანი რეზოლუცია, თქვენ გაქვთ ეკრანი რომელიც მკაფიოდ ანათებს და ფერებს მეტ სიღრმეს ანიჭებს.
HUAWEI Mate20 - უმაღლესი ხარისხის ეკრანი
ამ ეტაპზე, ხარისხიანი ეკრანი ნებისმიერი სმარტფონის ძირითადი ასპექტია – ძლიერ პროცესორს შეუძლია უზრუნველყოს უკეთესი გრაფიკული გამოსახულება და კარგი მუშაობის ხარისხი, თუმცა კარგი ეკრანის გარეშე, მომხმარებელს ისეთი შეგრძნება დარჩება, რომ რაღაც მეტი სჭირდება. საბედნიეროდ, ასეთი განწყობა გამორიცხულია,როდესაც საქმე ეხება HUAWEI Mate20 სერიას.
საგარანტიო პირობები მომხარებელის ინტერესებზეა მორგებული
კომპანია HUAWEI, როგორც ყოველთვის ახლაც ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და მათ HUAWEI Mate20 -თან ერთად განსაკუთრებულ საგარანტიო პირობებსაც სთავაზობს, რაც სხვა კონკურენტი კომპანიებისგან განსხვავებით, უფრო მომხიბვლელი და მომხარებელის ინტერესებზეა მორგებული.
კომპანია გაძლევთ საშუალებას, HUAWEI Mate20 სერიის სმარტფონების შეძენის შემთხვევაში, მიიღოთ 18 თვიანი საგარანტიო მომსახურება და დამატებით 6 თვიანი მობილურის ეკრანისთვის, კერძოდ, თუ ტელეფონის ეკრანი შემთხვევით დაგიზიანდებათ, დამატებითი საგარანტიო მოსამსხურების ფარგლებში გეძლევათ შესაძლებლობა დაზიანებული ეკრანი სრულიად უფასოდ შეცვალოთ, კომპანია HUAWEI აგინაზღაურებთ, როგორც ეკრანის, ისე ეკრანის შეცვლის მომსახურების ხარჯებს.
შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 032 2 422216, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეკოს და მიიღოს მნიშვნელოვანი და სრულყოფილი ინფორმაცია HUAWEI-ს სმარტფონების ახალი მოდელების, სერვის ცენტრების, მომსახურებისა თუ საგარანტიო პირობების შესახებ. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით, საფოსტო მომსახურებას სთავაზობს. გასათვალისწინებელია, რომ საფოსტო მომსახურება ცენტრიდან-მოხმარებლამდე პროდუქციის უფასო მიწოდებას ითვალისწინებს.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.