ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.
როგორც ოფიციალური პეკინის გაფრთხილებაშია აღნიშნული, იმ შემთხვევაში თუ ჩინურ ტექნო-გიგანტს ინდოეთში ბიზნესის წარმოების კუთხით რამე სახის პრობლემა შეექმნება, ამას შედეგები მოჰყვება ინდოეთისთვისაც.
სახალხო რესპუბლიკა საპასუხო რეაქციის სახით, ინდოეთს ჩინეთში ბიზნეს აქტიურობის შეფერხებით ემუქრება.
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ინდოეთმა შესაძლოა Huawei-ს 5G ინტერნეტზე უარი განაცხადოს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ აშშ-მა ჩინური გიგანტი ე.წ. შავ სიაში შეიყვანა და ამერიკულ კომპანიებს მასთან ბიზნეს საქმიანობა აუკრძალა. შტატების სპეცსამსაუხრები ვარაუდობენ, რომ ტელესაკომუნიკაციო კონცერნი უკანონო შპიონაჟს ახორციელებს.

























