მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

huawei შესაძლოა რუსულ ოპერატიულ სისტემაზე გადავიდეს

5cffadd6cc26a
მიხეილ ხაჩიძე
12.06.19 01:00
1686

ჩინური ტექნო-გიგანტის „ჰუავეის'' სმარტფონებში  ამერიკული google-ის ოპერატიული სისტემა „ანდროიდი“, შესაძლოა, რუსულმა „ავრორამ“ ჩაანაცვლოს.

როგორც რუსული მედიიდან ხდება ცნობილი, ამ ეტაპისთვის, ჩინური კონცერნი რუსული  სისტემის შიდა გამოცდებს ატარებს, რის შემდეგაც დეტალები და სამომავლო გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი.


გავრცელებული ინფორმაციით,  საკითხი მოსკოვში, ჩინეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილეს.

„ჰუავეიმ“ ამერიკული კომპანია „გუგლის“ ოპერაციული სისტემის ალტერნატიული ვარიანტის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ში ჩინური გიგანტი ე.წ. შავ სიაში შეიტანეს და ამერიკულ კომპანიებს მასთან ბიზნეს საქმიანობა აუკრძალეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები