საერთაშორისო ჟურნალი ,,HUB Georgia” საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენას ხელს შეუწყობს. ახალი გამოცემა ორენოვანია და ის სამ თვეში ერთხელ, ინგლისურ და რუსულ ენებზე დაიბეჭდება. საქართველოს გარდა, ჟურნალი კავკასიის და შუა აზრიის რეგიონის ქვეყნებში, ასევე საქართველოს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოებში გავრცელდება.
,,HUB Georgia” ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე მოვლენებს გააშუქებს და მისი მიზანი, საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის პოპულარიზაცია იქნება. გამოცემის მიზნობრივი აუდიტორია, სამთავრობო და ბიზნეს-წრეებია.

























