მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

HUB Georgia: რატომ არ სურს "საქართველოს რკინიგზას" აუდიტის შემოწმება?

5b1141837ff00
მაია ბიწაძე
01.06.18 16:51
2662
HUB Georgia იმ მიზეზებს ასახელებს, რის გამოც ,,საქართველოს რკინიგზამ“ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის შემოწმებას თავი აარიდა. როგორც HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე აცხადებს, არსებობს არაერთი საქმე რომელიც რკინიგზის ხელმძღვანელების დანაშაულებრივ ქმედებებს ადასტურებს და დიდი ოდენობით თანხების მითვისებას და სახელმწიფო ქონების გაფლანგვას უკავშირდება, რაც შეიძლება რკინიგზის ხელმძღვანელი პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი გახდეს.

"ერთ-ერთი ასეთი მაგალითია რკინიგზის შესვლა ნავთობტერმინალების მართვაში. კერძოდ, 2015 წელს ვანო ჩხარტიშვილმა ოფშორული კომპანიით VIBRO DIAGNOSTIK - F.Z.E, 7 მილიონად შეფასებული მცირე ნავთობ ტერმინალი ბათუმში, 32 მილიონად შეიძინა. რის შემდეგაც, აღნიშნული აქტივის საფუძველზე ქართუ ბანკისგან იპოთეკით 80 მილიონის ოდენობის სესხი აიღო. ეს სავარაუდოდ მამუკა ბახტაძის პოლიტიკური გავლენებით და მისი კოორდინატორების დახმარებით განხორციელდა, რადგან მათ საერთო კომერციული ინტერესები ამოძრავებდათ.

მაგრამ შემცირებული ტვირთნაკადების ფონზე, აღნიშნულმა პირებმა კომპანია „ვიბრო დიაგნოსტიკის“ კუთვნილი მცირე ნავთობტერმინალი ვერ დატვირთეს და შესაბამისად ვეღარ მოახერხეს საბანკო ვალდებულებების შესრულება. სანამ აღნიშნული ქმედებები ბიძინა ივანიშვილის ყურამდე მივიდოდა და გასაჯაროვდებოდა ფაქტი, რომ რეალურად 7 მილიონიან აქტივში სპეკულირებით მოახერხეს და აიღეს 80 მილიონის ოდენობის კრედიტი, კომერციულად წამგებიანი, საბანკო ვალდებულებებით დატვირთული „ვიბრო დიაგნოსტიკი“, თავისი ნავთობ რეზერვუარებით, მართვაში აიღო შპს „ჯიარ ტრანს-შიფმენთმა“.

აღნიშნული კომპანიის ასი პროცენტის წილის მფლობელი კი ,,საქართველოს რკინიგზაა“ და ის 2015 წელს მამუკა ბახტაძის დირექტორობის დროს დაფუძნდა.

პირველივე ოპერაცია რაც „ჯიარ ტრანს-შიფმენთმა“ ტერმინალების მართვაში აღებისთანავე შეასრულა, იყო საქართველოს რკინიგზის ბიუჯეტიდან 8.5 მილიონი დოლარი მიღება, რომელიც მართვაში აღებული კომპანიის „ვიბრო დიაგნოსტიკის“ საბანკო ვალდებულებებს მოხმარდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ რკინიგზის შვილობილი კომპანია შპს „ჯიარ ტრანს-შიფმენთი“ ცდილობს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით გადაიბიროს ტვირთმფლობელები, რომ სხვა ანალოგიური სერვისის მიმწოდებელი კომპანიები გვერდზე ჩააჩოჩოს, რაც საქართველოს კონკურენციის შესახებ კანონის უხეში დარღვევა", - აცხადებენ HUB Georgia- ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები