მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰუბერტ ქნირში ევროპის მოედანზე პრეზიდენტის ინიციატივით დაგეგმილ შეკრებას შეუერთდება

62a998beec5a3
ვიქტორია მღებრიშვილი
15.06.22 12:33
763
გერმანიის საელჩო საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ 16 ივნისს მოქალაქეების ევროპის მოედანზე შეკრების მოწოდების შესახებ, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეების ევროპის მოედანზე თავად ელჩიც შეუერთდება.

„საქართველოს პრეზიდენტმა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ, 16 ივნისს, 19:00 საათზე მოსახლეობა მიიწვია ევროპის მოედანზე საქართველოს ევროპული მომავლის მხარდასაჭერად. აღსანიშნია, როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია ევროპის მიმართ. ხვალ მეც ევროპის მოედანზე ვიქნები, რათა გავხდე ამ ნების გამოხატვის მოწმე“, - აცხადებს ჰუბერტ ქნირში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სპეციალურ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს 16 ივნისს, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპის მოედანზე მისვლისკენ საქართველოში ევროკავშირის ელჩსაც მოუწოდა. პრეზიდენტმა ანალოგიური შეთავაზება პოლიტიკურ პარტიებსაც გაუკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები