მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჰუდაკი საინვესტიციო პროექტებში უცხოელი ინვესტორების ჩართულობას უზრუნველყოფს - მთავრობის ანგარიში

60be0901aabbb
ელენე გოგბერაშვილი
07.06.21 16:00
611

პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაში უცხოელი ინვესტორების ჩართულობას - ამის შესახებ მთავრობის ანგარიშშია (2020 წლის ივნისი- 2021 წლის ივნისი) ნათქვამი. 

"ინვესტიციების მოზიდვა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების საწინდარია. შესაბამისად, ამ მიმართულებით ქვეყნის მიერ ერთიანი პოლიტიკის შემუშავება არის ერთ- ერთი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე- პრეზიდენტი, ვაზილ ჰუდაკი, დაინიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალური მრჩეველად უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მრჩეველი იმუშავებს უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზებაზე საქართველოს მთავრობის ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის. ასევე მრჩეველი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე და უზრუნველყოფს მათ განხორციელებაში უცხოელი ინვესტორების - როგორც, ფიზიკური, ისე იურიდიული პირების ჩართულობას"-წერია პრემიერის ანგარიშში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი 7 მაისს დანიშნა.

ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მიმუმამდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები