მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Humana-ს III კვარტალის მოგება $832 მილიონია

humana

Humana Inc.-მა კომპანიის III კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შემოსავალი თითო აქციაზე (EPS) $6,71, ხოლო კომპანიის მოგება $832 მილიონია - ამის შესახებ ინფორმაციას Yahoo Finance ავრცელებს.

ლუისვილში, კენტუკიში დაფუძნებულმა კომპანიაში აცხადებენ, რომ კომპანიის წმინდა შემოსავალი თითო აქციაზე $6,71 იყო, ხოლო მოგებამ თითო აქციაზე $7,78-ს მიაღწია და უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა, რომლის მიხედვითაც, მოგება თითო აქციაზე $7,15 უნდა ყოფილიყო.

ამასთან, კომპანიის კორექტირებული შემოსავალი $25,53 მილიარდი იყო, რაც ასევე აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზებს. Zacks-ის მიერ გამოკითხული ხუთი ანალიტიკოსი $25,37 მილიარდს ელოდა.

კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, Humana ელოდება, რომ მთელი წლის მოგება თითო აქციაზე $28,25 იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები