მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hummel - კიდევ ერთი ახალი ბრენდი დრესაპ ჯგუფში!

Hummel - კიდევ ერთი ახალი ბრენდი დრესაპ ჯგუფში
09.01.24 09:55
1609

დრესაპ ჯგუფისთვის 2024 წელი სიახლეებით დაიწყო და მის პორტფელს ყოველდღიური და სპორტული ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების დანიური ბრენდი - Hummel შემოუერთდა!

ამიერიდან, უკვე შესაძლებელია Hummel-ის მაღაზიებში დრესაპის გამორჩეული შეთავაზებებითა თუ სხვადასხვა სერვისით სარგებლობა, როგორებიცაა: "გადააბი", მზარდი ფასდაკლება ჯგუფის მაღაზიებში თუ დრესაპის ლოიალობის ბარათების მფლობელებისთვის განკუთვნილი ექსკლუზიური ფასდაკლება, ქულების დაგროვება და სხვა შეთავაზებები.

მაღაზიებში, უახლოეს პერიოდში, ასორტიმენტის მნიშვნელოვანი ზრდაც არის დაგეგმილი.

კომპანიისთვის 2023 წელიც მრავალმხრივ გამორჩეული იყო. გასული წლის განმავლობაში არაერთი სიახლე წარუდგინეს მომხმარებელს - იქნება ეს Calvin Klein-ის, Calvin Klein Underwear-ისა თუ Tommy Hilfiger-ის უახლესი კონცეფციის მაღაზიების, ისევე როგორც თბილისში 8, ხოლო ბათუმში 14 ახალი, ბრენდული მაღაზიის გახსნა, მათგან 13 - გრანდ მოლში.

ამასთან ერთად, დრესაპ ჯგუფი წლებია, რაც მრავალი ისეთი საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, როგორებიც: Levi’s, Lacoste, Guess, Gant, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Lee, Wrangler, Mavi, Jack & Jones, Greyder, Etam, Samsonite და სხვანი არიან.

ჯგუფის წარმომადგენლები 2024 წელსაც მრავალ გამორჩეულ და ექსკლუზიურ სიახლეს ჰპირდებიან მომხმარებელს, მათ შორის კი, უკვე თებერვალში, ცნობილი ნიდერლანდური ბრენდის, G-Star RAW-ს მაღაზიის გახსნაა.

ინფორმაციისათვის, Hummel - გერმანული ფესვების მქონე დანიური ბრენდია, რომელსაც გასულ წელს 100 წლის იუბილე შეუსრულდა. თავდაპირველად მხოლოდ სპორტული კოლექციების დამზადებით იყვნენ გამორჩეულები, დროთა განმავლობაში კი ყოველდღიური სტილის ათვისებაც შეძლეს. რეალ მადრიდი, დორტმუნდის ბორუსია, ტოტენჰემ ჰოტსპური - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომელთა ეკიპირებაზეც ბრენდის გამორჩეულ ლოგოს შეხვდებოდით! საინტერესოა, რომ ეს უკანასკნელი, დიდი ზომის ფუტკარია, რაც ბრენდის სახელის, Hummel-ის ქართულენოვან თარგმანს უკავშირდება. რაც შეეხება ბრენდის მთავარ იდეას - ის სპორტით ნაკარნახები გულწრფელობის, სიყვარულისა და ვნების გამოვლენაა, რომელიც თითოეულ ადამიანს უნდა აერთიანებდეს!

მაღაზიებში Hummel-ის ქალის, მამაკაცის და ბავშვის უახლეს კოლექციების გაცნობა უკვე შესაძლებელია.

- სითი მოლი საბურთალო

- თბილისი მოლი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები