მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hyatt-მა Playa-ს უძრავი ქონების ნაწილი $2 მილიარდად გაყიდა

Playa Hotels
BM. GE
06.07.25 23:20
332

სასტუმროების ინდუსტრიაში ცნობილმა ამერიკულმა კომპანია Hyatt-მა მიიღო გადაწყვეტილება, Playa Hotels-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დიდი ნაწილი Tortuga Resort-ს მიჰყიდოს. $2-მილიარდიანი გარიგებით კომპანიას სურს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ახალი სტრატეგიის განხორციელებაში, რომელიც არარენტაბელური უძრავი ქონების გაყიდვას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ Playa Hotels & Resorts-ი მსოფლიოს მასშტაბით 24 ლუქს-კლასის სასტუმროს ფლობდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო კომპანია გაიყიდა, ახალ მფლობელს კი, მეტწილად, Playa-ს ბრენდი აინტერესებდა, ვიდრე მისი ობიექტები. შესაბამისად, Hyatt-მა ახალი გარიგებით პრობლემური კომპანიის დავალიანებებიც გაისტუმრა და ზედმეტი უძრავ ქონებაც მოიშორა თავიდან.

გაიყიდება Playa-ს 15 სასტუმრო და პროცესი 2025 წლის ბოლომდე დასრულდება. Hyatt-ი კი $555 მილიონის ბიზნესს კომპანიაში შეინარჩუნებს. ყურადღებას იქცევს გარიგების კიდევ ერთი დეტალი - Hyatt-ი იღებს პასუხისმგებლობას, რომ მომდევნო 50 წლის განმავლობაში სასტუმროების მენეჯმენტი თავად უზრუნველყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები