სამხრეთ კორეაში დაფუძნებული საავტომობილო გიგანტი Hyundai ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, რომელიც ახალი ქარხნების აშენებას მოხმარდება.
როგორც ჩანს, სავაჭრო ტარიფების თავიდან არიდების მიზნით, კორეულ კომპანიას საწარმოო პროცესის ნაწილი ამერიკის ტერიტორიაზე გადააქვს, რაც ზუსტად ის არის, რასაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საერთაშორისო კომპანიებისგან მოითხოვს.
უნდა აღინიშნოს, რომ Hyundai-ის ავტომობილებზე მოთხოვნა ამერიკაში სწრაფად იზრდება, განსაკუთრებით ჰიბრიდული და ელექტრონული მოდელების მიმართულებით, რაც კორეულ კომპანიას აძლევს იმის საშუალებას, რომ სათანადო კონკურენცია გაუწიოს როგორც Ford-სა და GM-ს, ასევე Tesla-ს, რომელიც ელექტრომობილების სეგმენტში ჯერაც დომინანტ ძალად რჩება.
როგორც ცნობილია, Hyundai არა მარტო საავტომობილო ქარხნის, არამედ ფოლადის საწარმოს აშენებასაც გეგმავს, ანუ ამ ინვესტიციით კომპანია თავიდან აირიდებს როგორც საიმპორტო, ასევე საწარმოო ტარიფს, რომელიც ფოლადთან მიმართებით არსებობს.