მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hyundai-ის საერთაშორისო მოთხოვნის კლების შედეგად მოგება შეუმცირდა

5f1941c6583b9
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.20 20:40
1140
მსოფლიოში ცნობილი ავტოკონცერნი Hyundai Motor-ი აცხადებს, რომ კომპანიის მეორე კვარტლის მოგება 75% არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ბოლო 7 კვარტლის განმავლობაში და შემცირებული გლობალური მოთხოვნის ფონზე, ანალოტიკოსებს უჭირთ პროგნოზირება როდისთვის დაუბრუნდება კომპანია პანდემიამდელ მდგომარეობას.

ავტოკონცერნის გლობალურმა საცალო გაყიდვებმა 33%-ით იკლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კომპანიის განცხადებით, მათ ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირებულია ისეთ საერთაშორისო ბაზრებზე, როგორიც არის აშშ-ი, ჩინეთი, ევროპა და ინდოეთი.

ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ გაყიდვებს, კომპანიამ 200 000 მანქანა გაყიდა სამხრეთ კორეაში. Hyundai Motor-ის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები 13%-ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ პეირიოდთან შედარებით.

ანალიტიკოსების განცხადებით, ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია G80 sedan, GV80 SUV და Hyundai Motor-ის პრემიუმ ბრენდი Genesis-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები