მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Hyundai-მ სამხრეთ კორეაში ქარხნის მშენებლობა დაიწყო, ინვესტიცია - $1.5 მილიარდია

Genesis

სამხრეთ კორეულმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა, Hyundai-მ სამხრეთ კორეის ქალაქ ულსანში ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომლის წლიური წარმადობა ორასი ათასი ავტომობილი იქნება. ქალაქ ულსანი კომპანიას შემთხვევით არ შეურჩევია, რადგან Hyundai-ის პირველი ავტომობილების საწარმო სწორედ აქ აშენდა, ჯერ კიდევ 1968 წელს. როგორც ირკვევა, ახალი 548 ჰექტარზე განლაგებული ქარხნის ასაშენებლად კომპანია $1.5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს.

საინტერესოა, რომ ელექტრომობილების ქარხანას სამხრეთ კორეაში Hyundai-ის შვილობილი Kia-ც აშენებს, რითაც, საბოლოო ჯამში, ჰოლდინგურ კომპანია Hyundai Motor Group-ს ელექტრომობილების წარმადობის 1.5 მილიონ ერთეულამდე გაზრდა სურს, რაც კომპანიის გლობალური წარმოების თითქმის 40%-ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთკორეული ქარხნის მშენებლობის პარალელურად, Hyundai ელექტრომობილების ქარხანას ამერიკის შტატ ჯორჯიაშიც აშენებს, რისთვისაც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან მნიშვნელოვან საგადასახადო შეღავათებს იღებს.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები