მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში Adidas-ის ონლაინ გაყიდვები 40%-ით გაიზარდა

5cd1686740e04
მიშა ხაჩიძე
07.05.19 15:11
1002
მსოფლიოს სიდიდით მეორე სპორტულ კონცერნ Adidas-ის ონლაინ გაყიდვები წლის დასაწყისიდან საგრძნობლად გაიზარდა.

როგორც გერმანული კომპანიის წარმომადგენლებმა ჰერცოგენაურახში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი, რამაც კომპანიის მოგება 16%-ით გაზარდა.

ამავდროულად, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციებზე ფასი 6%-ით არის მომატებული.

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლომდე წმინდა მოგება 10%-დან 14%-მდე - 1,88 - 1,95 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.
პირველ კვარტალში Adidas-ის ონლაინ გაყიდვები ყველაზე მეტად ჩინეთსა და რუსეთში გაიზარდა. რაც შეეხება ევროპას, აქ ონლაინ და ქსელური გაყიდვები წინა სეზონებთან შედარებით, შემცირებულია.

ონლაინ გაყიდვების მატების პარალელურად, მიმდინარე წლის სამ თვეში კომპანიას ქსელური გაყიდვები 4%-ით შეუმცირდა. მფლობელების პროგნოზით, ამ პრობლემის გამო, შესაძლოა, გაყიდვების მაჩვენებელი წლის ბოლომდე 5%-დან 8%-მდე შემცირდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები