2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 7.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 69.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საიდანაც 93% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7% პროცენტი — გაგზავნილი.
საქსტატის მონაცემებით, I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 900 სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 3-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
იანვარ-მარტში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 120.9 ათასი მგზავრი და გადატანილია 37.2 ათასი ტონა ტვირთი.
აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 7.2%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 33.3%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.




























