მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ავარიებს 92 ადამიანი ემსხვერპლა - რა იწვევს საგზაო შემთხვევებს ყველაზე ხშირად?

ავტოსაგზაო შემთხვევა ავარია

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში საქართველოში ავტოავარიის შედეგად 92 ადამიანი დაიღუპა, 989 კი დაშავდა.

შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად 664 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა. მაჩვენებელი შემცირებულია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მარტში 1360 შემთხვევას 112 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1763 დაშავდა.

ლეტალური შემთხვევების უმეტესობა უკავშირდება სიჩქარის გადაჭარბებას, მოხვევის მანევრს და შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლას ან გასწრების წესების დარღვევას.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის 10 ყველაზე ხშირად გამომწვევი სავარაუდო მიზეზი

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით 14 174 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები