მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი გაიზარდა - სად ვიყიდით/ვყიდულობთ?

ავტომობილების ექსპორტი

იანვარ-მარტში საქართველოში ავტომობილების იმპორტი მცირედით გაიზარდა, თუმცა მსუბუქი ავტომობილები ქვეყნის სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილესი საქონლის რეიტინგებში, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის მხრივ პირველ ადგილს იკავებს.

საქსტატის მიხედვით, წლის ამ პერიოდში ავტომობილების იმპორტი მცირედ 0.3%-ით 622.2 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც მთელი იმპორტის 14.8%-ია. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან ნახევარ მილიარდზე მეტი ღირებულების ავტომობილები გადაიყიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 35.7%-ია, ხოლო ზრდა გასულ წელთან შედარებით 12.8%.

მსუბუქი ავტომობილების TOP-10 საექსპორტო ქვეყანა 2025 წლის 3 თვეში:

  1. ყირგიზეთი - $268,5 მლნ ( 8 506 ერთეული);
  2. ყაზახეთი - $146,6 მლნ (8 227 ერთეული);
  3. აზერბაიჯანი - $50.7 მლნ (1,957 ერთეული);
  4. სომხეთი - $12.1 მლნ (530 ერთეული);
  5. ტაჯიკეთი - $8.4 მლნ (350 ერთეული);
  6. უზბეკეთი - $6.5 მლნ ( 545 ერთეული);
  7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.4 მლნ (27 ერთეული);
  8. უკრაინა - $1.4 (146 ერთეული);
  9. თურქეთი - $956.6 ათასი (88 ერთეული);
  10. მოლდოვა - $717.1 ათასი (61 ერთეული.

მსუბუქი ავტომობილების TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა 2025 წლის 3 თვეში:

  1. აშშ - $351,9 მლნ (28 115 ერთეული);
  2. გერმანია - $94.7 მლნ (1,371 ერთეული);
  3. იაპონია - $74.3 მლნ (2,882 ერთეული);
  4. თურქეთი - $17.9 მლნ (394 ერთეული);
  5. გაერთიანებული სამეფო - $12.9 მლნ (140 ერთეული);
  6. ბელგია - $9.4 მლნ (224 ერთეული);
  7. ჩინეთი - $8.7 მლნ (858 ერთეული);
  8. კანადა - $7 მლნ ( 382ერთეული);
  9. იტალია - $6.7 მლნ (42 ერთეული);
  10. ჩეხეთი - $6.3 მლნ (298 ერთეული).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები