მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ბიზნესსექტორში საშუალო ხელფასი ₾1 985-მდე გაიზარდა - რამდენი ადამიანია დასაქმებული სექტორში?

ხელფასი

2024 წლის I კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 749.4 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.6%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.5% ქალია, ხოლო 56.5% - კაცი.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საწარმოთა პირველი კვარტალის შედეგების მიხედვით, კერძო სექტორში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 44.3% მსხვილ ბიზნესზე, 19.5% - საშუალოზე, ხოლო 36.1% - მცირე ბიზნესზე მოდის.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 703.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 მილიარდ 269 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.1%-ით მეტია.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ პერიოდისთვის გაზრდილია ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასიც. საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 226.3 ლარით 1 985.4 ლარამდე გაიზარდა. მათ შორის ქალების ხელფასმა 1 559.2 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 163.7 ლარითაა გაზრდილი.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

⦁ მსხვილი ბიზნესი – 2 110.3 ლარი

⦁ საშუალო ბიზნესი – 2 385.0 ლარი

⦁ მცირე ბიზნესი – 1 540.8 ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები