მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ელევატორებმა ₾63.2 მლნ-ის პროდუქცია გაყიდეს, აქედან თითქმის ნახევარი იმპორტირებულია

მარცვლეული

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალში საქართველოში 32 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (31.3%) და სამეგრელო-ზემო სვანეთის (15.6%) რეგიონებში იყო განთავსებული. ელევატორების 12.5% ფუნქციონირებს კახეთის, 12.5% თბილისში, 9.4% - შიდა ქართლის რეგიონში, 9.4% - იმერეთის რეგიონში, 6.3% - გურიის რეგიონში და 3.1% - აჭარაში.

2024 წლის I კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 21 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით,75 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 436 კაცით განისაზღვრა.

2024 წლის I კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 104.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 46.6%-ს წარმოადგენდა ხორბალი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 59.8%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2024 წლის I კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 63.2 მლნ. ლარის ღირებულების 57.3 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 47.4% იყო იმპორტირებული პროდუქცია. ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 79.3%.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 57.9%-ს, თებერვალში - 56.2%-ს, ხოლო მარტში - 53.5%-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები