2024 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 699.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.5 პროცენტით ნაკლებია. კლება გვაქვს როგორც იმპორტში, ისე ექსპორტში, კერძოდ, იანვარ-მარტში ექსპორტი 9,3%-ით, იმპორტი კი 5,3%-ით შემცირდა.