IT სექტორი სწრაფი ტემპებით ზრდას აგრძელებს. 2026 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი 441.3 მილიონი დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 65%-ით, ანუ 175 მილიონი დოლარით მეტია. IT სექტორის წარმომადგენლები ზრდის კონკრეტულ მიზეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოში შექმნილ IT პროდუქტებზე მოთხოვნა მზარდია. დარგის წარმომადგენლები აღნიშნავენ იმასაც, რომ შემოსავლების დიდი წილი საერთაშორისო კომპანიებზე მოდის, რომლებიც საქართველოში არსებული შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ. რა განაპირობებს IT სექტორში სწრაფ ზრდას და როგორია მოლოდინები?


































