მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე ₾153 მილიონის ხელფასები გასცა

მთავრობა

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებებზე რეკორდული თანხა - 153 მილიონი ლარი დახარჯა. ეს 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.6 მილიონი ლარით მეტია. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

ამასთან, თავად 2024 წელს მთავრობამ შტატგარეშე მოხელეებზე რეკორდული 606 მილიონი ლარის ხელფასები გასცა, თანაც ყოველწლიურად ამ კატეგორიის დასაქმებულთა ანზღაურებები მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ის წელს კიდევ გაიზრდება.

რაც შეეხება შტატიან თანამშრომლებს, მათი ხელფასები 685 მილიონ ლარს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს თანხა 95 მილიონი ლარით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები