მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 7 351,0 მილიონი ლარი შეადგინა

5767b8618e7ce
BM.GE
20.06.16 13:30
1397
2016 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 351,0 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,6 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,0 პროცენტით.

საქსტატის ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15,9 პროცენტი) და მრეწველობა (15,7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,8 პროცენტი), მშენებლობა (7,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,0 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (29,0 პროცენტი), მშენებლობა (25,7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (11,7 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (9,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (8,4 პროცენტი), განათლება (2,7 პროცენტი). კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში (-3.1 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (-1,7 პროცენტი) და ტრანსპორტში (-1,1 პროცენტი). 2016 წლის I კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები