მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის სულადობა შემცირდა - საქსტატი

6464808f62468
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.23 12:46
701
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის სოფლის მეურნეობის I კვარტლის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, I კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორებისა და ფრინველის რაოდენობა შემცირდა.

კონკრეტულად კი ამ პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 8.4%-ით შემცირდა და 929.8 ათასი სული შეადგინა. საიდანაც ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 448.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 4.3%-ით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 159.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 6.3%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ხოლო ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.5%-ით შემცირდა და 9.2 მილიონი ფრთა შედგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები