სადაზღვევო სექტორმა 2026 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, 68 მილიონით მეტი, ვიდრე წინა წლის 3 თვეში. 5 მილიონი ლარით, 31 მილიონამდე გაიზარდა ინდუსტრიის მიერ გამომუშავებული წმინდა მოგებაც. ტრადიციულად სადაზღვევო სექტორი ყველაზე მეტ პრემიას ჯანმრთელობის დაზღვევის სახეობიდან აგენერირებს, რამაც პირველ კვარტალში 303 მილიონს გადააჭარბა. სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევაში ზრდა ძირითადად საცალო მიმართულების გააქტიურებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ, 1 იანვრიდან ტურისტებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებებითაა განპირობებული. კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ დაზღვევის სხვა სახეობებში, მათ შორის ავტოდაზღვევაში ზრდის ტემპი კვლავ დაბალია.


































