მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საჰაერო სატვირთო გადაზიდვები შემცირდა

64672f7d586c8
მარიამ ვარადაშვილი
19.05.23 20:54
615
საქსტატის ინფორმაციით, პირველ კვარტალში საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიები 42.2 ათას მგზავრს მოემსახურნენ, რაც წლიურად 53.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, 2023 წლის პირველ კვარტალში გადატანილი ტვირთების მოცულობა შემცირებულია. კერძოდ, საქსტატის თანახმად, საანგარიშო პერიოდში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 111.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობა 208.3 მლნ. ტონა-კილომეტრია. აღნიშნულ პერიოდში როგორც გადატანილი ტვირთის, ასევე ტვირთბრუნვის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 36.2%-ით შემცირდა. 2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.3 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 25%-ით ნაკლებია გასული წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

2023 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1 048.3 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 49.9%-ით აღემატება წინა წლის შებამისი პერიოდის მაჩვენებელს. მგზავრთნაკადის 97.2% რეგურალურ ფრენებზე მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები