მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“I კვარტალში სამედიცინო დაზღვევა 13%-ით გაძვირდა” - "იმედი L"

60c85117dc7e3
ანუკა ჯოხაძე
14.06.21 23:20
915
სამედიცინო დაზღვევაზე ფასი, როგორც კერძო სექტორი ამბობს, საშუალოდ ყოველწლიურად 5%-ით იზრდება. გამონაკლისი არც მიმდინარე წელი ყოფილა.

კერძოდ, როგორც "იმედი L"-ის გენერალური დირექტორი, გივი გიორგაძე, "საქმის კურსთან" საუბარში ამბობს, პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სადაზღვევო მომსახურების ღირებულება 13%-ით გაიზარდა, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი იყო.

მისი თქმით, გაძვირდა სამედიცინო მომსახურებაც, რაც სამედიცინო დაზღვევაზეც აისახა, თუმცა გიორგაძის განმარტებით, ფასები სამედიცინო დაზღვევაზე იმ დოზით არ გაზრდილა, რა დოზითაც ეს უშუალოდ სამედიცინო სექტორში მოხდა.

“პირველ კვარტალში სამედიცინო დაზრვევის პროდუქტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 13%-ით გაძვირდა. თუმცა ამავდროულად ამ წლის მარტი რომ შევადაროთ გასული წლის მარტს ძირითად სამედიცინო პროდუქტების ინფლაცია ოფიციალური სტატისტიკით 15%-ია. სადაზღვევო პოლისის უდიდეს ნაწილს სამედიცინო სერვისების ფასი და ღირებულება წარმოადგენს. შესაბამისად ლოგიკურია, რომ თუ დასაფინანსებელი პროდუქტები და სერვისები გაძვირდა, ალოგიკური იქნება რომ არ გაძვირდეს თვითონ სადაზღვევო პროდუქტი", - აცხადებს სადაზღვევო კომპანია "იმედი L"-ის გენერალური დირექტორი გივი გიორგაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები