მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველოში $201 მილიონის FDI შემოვიდა, კლება - 64%-ია

ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან განსხვავებით მყარი ოპტიმიზმი ბიზნესში ადვილად საპოვნელი არ არის. FDI-შემცირებულია, საქსტატის მონაცემებით I კვარტალში ქვეყანაში 201 მილიონი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 365 მილიონი დოლარით, ანუ 64%-ით ნაკლებია. 2024 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალმა 75.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.7 პროცენტია. რეინვესტიციამ 92.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რითაც ინვესტიციების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი 45.9 პროცენტიანი წილი დაიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები