2026 წლის I კვარტალში საქართველოში ავტომობილების იმპორტი 26.1%-ით, ექსპორტი კი 27.2%-ით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველომ 632.2 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი მანქანები იყიდა.
მსუბუქი ავტომობილების TOP-10 იმპორტიორი ქვეყანა 2025 წლის 3 თვეში:
- აშშ - $365.8 მლნ (31 181 ერთეული);
- გერმანია - $89.5 მლნ (1 055 ერთეული);
- იაპონია - $62.4 მლნ (3 478 ერთეული);
- გაერთიანებული სამეფო - $21.08 მლნ (179 ერთეული);
- თურქეთი - $19.6 მლნ (533 ერთეული);
- ჩინეთი - $16.3 მლნ (1 732 ერთეული);
- კორეა - $9.7 მლნ (642 ერთეული);
- კანადა - $8.7 მლნ (494 ერთეული);
- იტალია - $7.08 მლნ ( 47 ერთეული);
- აზერბაიჯანი - $4.8 მლნ (17 ერთეული).
საქართველოდან ძირითადად რეექსპორტზე 364.5 მლნ დოლარის ავტომობილები გავიდა.
მსუბუქი ავტომობილების TOP-10 საექსპორტო ქვეყანა 2026 წლის 3 თვეში:
- ყირგიზეთი - $183.6 მლნ ( 4 459 ერთეული);
- ყაზახეთი - $85.9 მლნ (5 422 ერთეული);
- აზერბაიჯანი - $29.8 მლნ (919 ერთეული);
- ტაჯიკეთი - $20.2 მლნ (1 250 ერთეული);
- სომხეთი - $13.7 მლნ (596 ერთეული);
- უზბეკეთი - $7.8 მლნ ( 458 ერთეული);
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $5.6 მლნ (19 ერთეული);
- ირანი - $5.07 მლნ (308 ერთეული);
- მოლდოვა - $3.4 მლნ (255 ერთეული);
- უკრაინა - $2.3 მლნ (222 ერთეული).
შეგახსენებთ, 1 აპრილიდან აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით, თუმცა ნორმა არ ეხება რეექსპორტისთვის განკუთვნილ ავტომობილებს.




























