საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წლიურად მცირედით 0.1%-ით შემცირდა და ჯამში, 1 მლნ შეადგინა.
აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური ოდენობა 468.5 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებლის ტოლია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში თხებისა და ცხვრების რაოდენობა შემცირებულია.
კერძოდ, საქსტატის თანახმად, ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.6%-ით არის შემცირებული და 987 ათასი სულს შეადგენს. ღორის რაოდენობა 170.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.2%-ით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შედგინა.