მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იაგო ბიტარიშვილმა ლუდი "ანეტა" ჩამოასხა

5af020a612170
მაია ბიწაძე
07.05.18 14:20
3264
ბიოღვინის მწარმოებელმა იაგო ბიტარიშვილმა საოჯახო ლუდის წარმოება დაიწყო და "ლუდი" ანეტა ჩამოასხა, რომელიც ექსკლუზიურია და შეზღუდული რაოდენობით, წელიწადში სულ 400 ბოთლი იწარმოება. ამის შესახებ BM.ge-ს იაგო ბიტარიშვილმა განუცხადა. ლუდს ბებიის საპატივცემულოდ, მისი სახელი "ანეტა" დაარქვა.

ლუდი "ანეტა" იაგოს მარანთან მდებარე ტურისტულ ობიექტში გაიყიდება და მცირე რაოდენობით ექსპორტზეც გავა.

"ეს სატესტო პარტიაა, ძირითადად სტუმრებს გავაცნობ მას, ვინც ამჟამად დაგეგმილ ღვინის ფესტივალზე ჩამოვლენ და მარანში მესტუმრებიან. ეს იქნება მცირე რაოდენობით წარმოება, ლუდს ყოველთვის ხარშავდა ჩემი ბებია, რომლის სახელიც დავარქვი ამ სასმელს, რომელსაც იგივე ტექნოლოგიით დავამზადებ, როგორც ის აკეთებდა.

ლუდი დამზადდება ქართული ნედლეულით, სახლში დამზადებული ალაოთი, როგორც ეს ადრე ტრადიციულად ოჯახებში კეთდებოდა. ეს იქნება მუქი ქარვისფერი, გაუფილტრავი ლუდი. მინდა ავღნიშნო, რომ ეს ძალიან შრომატევადი საქმიანობაა და ამიტომ ლუდს დიდი რაოდენობით ვერ ვაწარმოებთ. ჩვენი ძირითადი საქმიანობა ისევ ღვინის წარმოება იქნება.

შესაძლოა ლუდი საექსპორტოდ შევთავაზოთ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს ღვინოს 11 ქვეყანაში ყიდიან", - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები