იაგო ჩოჩელი პოლიტიკაში წასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ მან bm.ge-სთან განაცხადა.
“ყველაფერი მცდარია, რას ლაპარაკობთ? ჭორია. გამორიცხულია”,- ამბობს ბიზნესმენი.
კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მისი ძმის, ცეზარ ჩოჩელის პოლიტიკაში წასვლისა და კახა ოქრიაშვილთან ერთად პარტიის შექმნის შესახებ ინფორმაცია, ამის შესახებ ის კომენტარს არ აკეთებს.
“ცეზარის მაგივრად მე როგორ გაგცეთ პასუხი?”,- ამბობს ის.
bm.ge ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთანაც ცხდილობს დაკავშირებას.
ახალი პარტიის ჩამოყალიბების შესახებ ინფორმაცია ipn.ge-მ მაჟორიტარობის კანდიდატ და ასევე ბიზნესმენ კახა ოქრიაშვილის პიარზე დაყრდნობით გაავრელა.