სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად ბრიტანელი მეცნიერისა და ანტრეპრენერის, 59 წლის მაიკ ლინჩის გარდაცვალებას უცხოური მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ადასტურებს. CNBC-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ზღვაში ნაპოვნი 5 ცხედრიდან ერთ-ერთი ლინჩისაა. ამ დრომდე კვლავ ეძებენ ბიზნესმენის ქალიშვილს, ჰანა ლინჩს.
მაიკ და ჰანა ლინჩები იმ 22 მგზავრს შორის იყვნენ, რომლებიც სუპერიახტა Bayesian-ით პალერმოს პროვინციაში, პორტიჩელოს სანაპიროს გასწვრივ მოგზაურობდნენ, სადაც იახტამ ორშაბათს, 19 აგვისტოს კატასტროფა განიცადა და ჩაიძირა.
მაიკ ლინჩის სახელს უკავშირდება პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Autonomy-ის (შემდგომში HP-ის) დაფუძნება. ამასთან, იგი იყო ვენჩურული კაპიტალის ფირმა Invoke Capital-ის დამფუძნებელი, რისი საშუალებითაც ლინჩი ევროპულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს აფინანსებდა. მისი მხარდაჭერით შეიქმნ კიბერუსაფრთხოების კომპანია Darktrace და იურიდიულ-ტექნოლოგიური კომპანია Luminance.