"ჩვენი მხრიდან ფასების მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება", - ამის შესახებ “საქმიან დილაში” APG Georgia-ს დირექტორმა და APG Europe-ის ბორდის წევრმა იაკო ხომერიკმა განაცხადა.
“Air France-ში ფასების მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება, თუმცა შესაძლოა, ფასების მინიმალური ზრდა შეინიშნებოდეს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ფრენების რაოდენობა შემცირებულია და კონკრეტული კლასის ფასები, რაც ადრე ხელმისაწვდომი იყო, ახლა ნაკლებად ხელმისაწვდომია.
ზოგადად როდესაც ფრენების სიხშირე მცირდება და ფრენებზე მოთხოვნა დიდია, ფასებიც იზრდება", - განმარტა იაკო ხომერიკმა.