მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იამე“ ბოსტნეულის ნახევარფაბრიკატების დამზადებას იწყებს - კომპანიის გეგმები

64b522c05198b
ინგა მურუსიძე
18.07.23 09:30
719
კომპანია „იამე“ წლის ბოლომდე ბოსტნეულის ნახევარფაბრიკატების დამზადებას დაიწყებს. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა #რედაქტ2-ში სტუმრობისას „აუგუსტის“ თანადამფუძნებელმა, ქრისტინე მორჩილაძემ განაცხადა.

მან ნატახტარში, გასულ წელს გახსნილ საწარმოზეც ისაუბრა და თქვა, რომ წარმადობის გაზრდა იგეგმება.

„ახალი საწარმო ძირითადად ემსახურება იმას, რომ ის, რაც მზადდებოდა ჩვენს ქარხანაში, კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და დიდი მასშტაბებით დამზადდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი წარმადობა წლიდან წლამდე იზრდება და არის არა მხოლოდ წარმოების, არამედ ნედლეულის დასაწყობების პრობლემა. გადაწყდა, რომ გაკეთებულიყო ახალი წარმოება, სადაც არა მხოლოდ დამზადდებოდა ეს პროდუქტი, არამედ შეინახება იქამდე, ვიდრე დისტრიბუცია ქსელში გაიტანს.

ამ საწარმომ შეცვალა ძირითადად ის, რომ მოგვეცა საშუალება, კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ იქ წარმოებული პროდუქტი, რასაც ასევე ვაკეთებთ და ვგეგმავთ „იამეს“ ბრენდის განვითარების კუთხით. ამ ბრენდის ქვეშ ვამზადებთ ქართულ საწებლებს, ტყემლებს და ა.შ. გვინდა სხვა კონსერვირებული საკვებიც შევთავაზოთ მომხმარებელს, ეს იქნება დამარინადებული ბოსტნეული, ნახევარფაბრიკატები, რომელიც ასევე ჩვენი დანადგარებით ვაკუუმმეთოდით დამუშავდება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს, სწრაფად, რამდენიმე წუთში დაამზადოს „იამეს“ სადილი.

ამ წლის გეგმაში შედის ბოსტნეულის ნახევარფაბრიკატების დამზადება, აუცილებლად ჩაეშვება წელს გაყიდვაში და გამრავალფეროვნება“, - განაცხადა „აუგუსტის“ თანადამფუძნებელმა, ქრისტინე მორჩილაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები